Monday, June 1, 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
დღემ საინტერესოდჩაიარა. ერთმანეთს გავაცანით შესრულებული სამუშაოები. საშუალება მოგვეცა საბოლოო სახით დაგვენახა მიღწეული შედეგი. მადლობა საინტერესო, მრავალმხრივი, და დამღლელი დღეებისთვის :)
Friday, May 29, 2015
მერვე დღის რეფლექსია
დღეს პროექტის გეგმაში დავასრულეთ სასწავლო პროცედურების გრაფა. ვისწავლეთ კითხვარების შედგენა და Blogg-ზე ატვირთვა. კითხვარების შედგენა ნამდვილად გამოგვადგება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. როგორც ყოველთვის ნაყოფიერი და შრომატევადი დღე იყო.
Thursday, May 28, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით შაბლონი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს სლაიდშოუს აწყობაში. კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა ჩვენი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ თუ რა დავალებები უნდა შეასრულონ ბავშვებმა. ვისწავლეთ blog-ზე გვერდების დამატება.
როგორც ყოველთვის დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა
როგორც ყოველთვის დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა
Saturday, May 16, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს გავაკეთეთ პროექტის შეფასების გზამკვლევი, რასაც გამოვიყენებთ პროექტის მსვლელობისას მოსწავლეების შესაფასებლად. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოების და პრეზენტაციების ატვივირთვა. ასევე ვისწავლეთ gadget-ების დამატება. დღემ საინტერესოდ ჩაიარა
Friday, May 15, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. კერძოდ კლასის ჯგუფებად დაყოფაზე.. გავიგეთ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები. შევქმენით სლაიდშოუ, რაც დაგვეხმარება ზუსტად ვიცოდეთ რაში შევაასებთ მოსწავლეს, რათა ვიყოთ ობიექტურები შეფასების დროს..
Saturday, May 9, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
ვაგრძელებთ მუშაობას გეგმაზე. დღეს ვიმუშავეთ შეფასების კომპონენტებზე და შევქმენით რამდენიმე წინარე ცოდნის შეფასების სქემა, რომელიც გამოგვადგება პროექტის მსვლელობისას. ვიმუშავეთ powerpoint- ში, ვისწავლეთ სლაიდების დაწყობა, მათი გადანაცვლება, დიაგრამების ჩასმა და მრავალი სხვა საინტერესო დეტალი.
Friday, May 8, 2015
მესამე დღის რეფლექსია
ვაგრძელებთ მუშაობას ბლოგზე. დღეს ვისწავლეთ ფოტოს ატვირთვა და გამოქვენება. გავეცანით სხვადასხვა ინტერნეტ რესურსს. თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება ჩვენი გეგმა. გავეცანით სამი ტიპის კითხვას ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე და ვიმუშავეთ სხვადასხვა ტიპის კითხვების შედგენაზე.
Saturday, May 2, 2015
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ჩვენ ვისწავლეთ word-ში მუშაობა და გავიგეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღილაკის ფუნქცია. საევე ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგებზე და ვისწავლეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ვირტუალურ სივრცეში შენახვა, რაც შემსდგომში დაგვეხმარება მუდმივად ვიქონიოთ წვდომა ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტებთან.
შევქმენით პროექტის ბუკლეტები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
შევქმენით პროექტის ბუკლეტები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
Subscribe to:
Posts (Atom)